Monday, May 14, 2012

                 
 Проект        Русские поэты о Грузии 

Sunday, May 13, 2012

1.პროექტი:მიხეილ ლერმონტოვი და საქართველო.
2.პროექტის მთავარი იდეა:მოვიძიოთ და გავაცნოთ მოსწავლეებს ლერმონტოვის  საქართველოში ცხოვრების  უცნობი ეპიზოდები.
3.პროექტის აქტუალობა: გამოიხატება იმაში რომ მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილონ ქართულ-რუსულ კულტურულ წარსულზე და დაუკავშირონ დღევანდელ ურთიერთობებს
4.პროექტის მიზნები: ხელი შეუწყოთ მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას,ლექსიკური მარაგის გამდიდრებას და დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
5.მონაწილეთა ასაკი:15-17 წელი.
6.ვადები: 3 კვირა.
7.მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ამ მასალების მოძიებისა და გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს გაუმდიდრდებათ ცოდნა ლერმონტოვის საქართველოში მოგზაურობის შესახებ.გაეცნობიან მის პოეზიას და ხელოვნების ნიმუშებს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ირ.ანდრონიკაშვილისგამოკვლევები ლერმონტოვზე,თ ვერულავა-ბურუსი, ლერმონტოვის ნახატების ალბომი,ფოტოაპარატი,ლერმონტოვის ლექსებზე შექმნილი სიმღერების დისკი,კომპიუტერი.
9.პროექტის მსვლელობა:( ძირითადი აქტივობები):მოსწავლეების შერჩევა,სამუშაოს განაწილება,მასალების მოძიება,ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ზრუნვა,ალბომის შექმნა პოეტის ნახატების გამოყენებით,ინფორმაციის წყაროების მითითება,მოსწავლეების მიერ შეკითხვების დასმა,დეტალების დაზუსტება მასწავლებელთან,ინფორმაციის წყაროების და ისტ საშუალებების არჩევა,ანგარიშის მომზადება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა - მასალების მოძიება იმ ეპოქაზე, რომელშიც მოღვაწეობდა ლერმონტოვი.
ახალი ლექსიკური მარაგის გამოყენებით მოსწავლეები მეტყველებენ თავისუფლად,იცავენ აზრობრივ მიმდევრობას.შეუძლიათ პარალელის გავლება და ისტ საშუალებების გამოყენება პროექტის შექმნის დროს.
11.პროექტის ხელმძღვანელი: მაია ნიქაბაძე.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:niqabadzemaia@.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:niqabadze.blogspot.com